ფინანსური კაპიტალის გავლენა ქართველ მშრომელებზე


1. შესავალი

პოსტსაბჭოთა სივრცე, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკვეთრი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ველად იქცა. ომებიდან სამოქალაქო ომებამდე, დეინდუსტრიალიზაციიდან და მასიურ პრივატიზაციამდე, რევოლუციებამდე და წმინდა ნეოლიბერალური პოლიტიკური დღის წესრიგის დაწყებამდე, საქართველო სსრკ-ს დაშლის შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანა რეგიონში. 

ქვეყანაში პოლიტიკური ეკონომიკის პერსპექტივა თავისებურად საინტერესოა, რადგან დღევანდელი ეკონომიკა მიმართულია მთლიანად ფინანსიაზაციისკენ. დერეგულაციის ლოგიკის უკან იყო ინვესტიციების მოზიდვის იდეა, თუმცა გადასახდელი ფასი საქართველოს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ჩამორთმევა აღმოჩნდა. კერძოდ, საქართველოს სამუშაო ძალამ ძლიერი დარტყმა განიცადა რადიკალური ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის შემოღებით,ეს კი გულისხმობს რადიკალურ ანტისოციალურ და ანტიმშრომელებზე მორგებულ რადიკალურ საბაზრო ეკონომიკურ მოდელს, სადაც ღარიბები უფრო და უფრო მეტი მუშაობის ხარჯზე ავსებენ ბიუჯეტს და ამდიდრებენ მდიდრებს. ამ ცხადყოფს საქართველოს ბოლო 30 წლის ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორია, რომლის მოკლედ ანალიზიც იქნება შემოთავაზებული ამ სტატიაში.

დღეს, ქვეყანაში მშრომელების არიან ექსპლუატირებულები სამსახურშიც და სახლშიც. თუ სამსახურს ერთი ფინანსური ინსტიტუტი ფლობს, მაშინ სახლს მეორე. არაა საკმარისი ხელფასები ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც მშრომელებს უწევთ ვალების აღება. ეს კი იწვევს მშრომელების მუდმივ დავალიანებაში ყოფნას (სოლიდარობის ქსელი, 2021). 

სტატიის მიზანია მეტნაკლებად ნათელი მოფინოს ფინანსიალიზაციის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და მშრომელების სოციალური მდგომარეობის ურთიერთკავშირის. სტატიის მეორე ნაწილი განიხილავს თავად ფინანსიალიზაციის არსსა და მის მნიშვნელობას ისტორიულ ჭრილში. მესამე ნაწილი მიმოიხილავს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განვითარებას 1990-იანი წლების დასაწყისიდან თანამედროვე პერიოდამდე. ამ ნაწილში იქნება მსჯელობა ნეოლიბერალური ისტებლიშმენტის პოლიტიკურ შედეგებზე და მის კავშირზე ფინანსიაზაციასთან და მის ეფექტებზე. 

2. ფინანსური კაპიტალი და ფინანსიალიზაციის პარადიგმა

ფინანსიალიზაცია არის პროცესი რომლის დროსაც ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები იძენენ ძალაუფლებას და გავლენას. ეს შედარებით ახალი ეკონომიკური ფენომენია. თავად ფინანსიალიზაცია გულისხმობს ფინანსური კაპიტალის ზრდას, როგორც ქვეყანაში კაპიტალის დაგროვების დომინანტურ მეთოდს ან კონკრეტულ ეკონომიკურ რეჟიმს. გადაწყვეტილების მიღებისა და დერეგულაციისა და მასიური პრივატიზების აქტიური ხელშემწყობი პოლიტიკის საშუალებით, სპეკულაციური საბაზრო მოქმედებებისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებით, რეალური ეკონომიკის მოგება გარდაიქმნება მოგებად ფინანსების სპეკულაციური საბაზრო მოქმედებებიდან (Graeber, 2011).

ფინანსიალიზაცია არის კაპიტალის მიმოქცევის მეთოდი, სადაც ფული (დამატებითი ღირებულება) იქმნება თავად ფულით, ხოლო მოგება არ მოდის წარმოებიდან და საწარმოო პროცესიდან. „ფული, რომელიც მიმოქცევაშია ჩაშვებული, როგორც კაპიტალი ყოველგვარი მატერიალური საფუძვლის გარეშე სასაქონლო ან საწარმოო საქმიანობაში“ (Harvey, The Limits to Capital, 1982, p. 95). ამიერიდან, ამ ლოგიკით ვიღებთ პარადიგმას, რომელიც გულისხმობს ფინანსების ფიქციურ ბუნებას – ფინანსები, როგორც ფიქციური კაპიტალი. მარქსის (1959) მიხედვით ფინანსები შეიძლება დახასიათდეს, როგორც „ფულადი კაპიტალი“, კრედიტით მიღებული მოგება, რომელიც განსხვავდება „რეალური კაპიტალისგან“, რომელიც მოითხოვს წარმოების მატერიალურ საშუალებებს და მუშათა შრომით ძალას. შესაბამისად, დღეს ეს პროცესი არის ფინანსების დაგროვების ჰეგემონურ მეთოდი კაპიტალიზმში (განსაკუთრებით თანამედროვე ნეოლიბერალურ ფაზაში), რაც ნაკლებად ითვალისწინებს ან ზოგ შემთხვევაში სრულად ტოვებს კლასიკურ წარმოებას, რომელიც გამყარებულია „რეალური“ (საწარმოო) კაპიტალით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კაპიტალი არსებობდა მას შემდეგ, რაც დაიწყო კაპიტალისტური ურთიერთობები და იგი თანმიმდევრულად შეესაბამებოდა „რეალურ კაპიტალს“, დრო და პოლიტიკური ნება დასჭირდა, რომ ფინანსური კაპიტალი გათავისუფლებულიყო და თავი წარმოეჩინა თანამედროვე კაპიტალიზმის ლოკომოტივად. პოლიტიკური ბარიერების არსებობის გარეშე ხდება სწრაფი ფინანსირება, რაც უფრო მეტად კრიზისისკენაც კი არის მიდრეკილი. ეს გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ასევე შრომის სოციალურ პირობებზეც (Durand, 2017).

სვიზის (1994) მიხედვით, „მომწიფებული კაპიტალისტური სისტემის ნორმალური მდგომარეობა სტაგნაციაა“. 1929 წელს დიდი დეპრესია, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიომ ნახა მომწიფებული კაპიტალისტური ეკონომიკის სტაგნაციას, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის და ომის შემდგომი ეკონომიკის გამო ეს მდგომარეობა გაუმჯობესდა. ისტორიული ანალიზის საშუალებით შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა შედარებითი ბალანსი კაპიტალსა და შრომას შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც მაშინ მოიხსენიებდნენ, როგორც დასავლეთის წამყვან ეკონომიკებად. ეს შედარებითი სტაბილურობა და ბალანსი შრომასა და კაპიტალს შორის მივიღეთ სახელმწიფოების იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკით, რაც მოიცავდა ეკონომიკური სისტემის განახლებას სახელმწიფოს თანამონაწილეობით, პოლიტიკური და სამრეწველო რესურსების განაწილებას სახელმწიფო ეკონომიკის ინდუსტრიული შესაძლებლობების აღსადგენად. ამ ეპოქაში, პროფკავშირები გაძლიერდნენ და მშრომელებს გაუჩნდათ ორგანიზების შესაძლებლობა და შექმნათ კაპიტალთან გარკვეული დონის შევაჭრების ძალა რეგულირებული თავისუფალი ბაზრის რეჟიმების პირობებში. ეს შეიძლება ჩაითვალოს რეგულირებული კაპიტალიზმის ოქროს ხანად. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით დასავლეთის 16 წამყვან ეკონომიკაში ეროვნული შემოსავლის 75% მშრომელებიდან შემოსულ შემოსავალს ეკავა. მიუხედავად ამისა, ეს მიდრეკილება განახევრდა 1980-იანი წლების დასაწყისისთვის (Onaran & Galanis, 2012).

1970-იანი წლების ნავთობის ფასების შოკი, საფონდო ბირჟის კრახი, ისევე როგორც ლათინური ამერიკის სავალო კრიზისი, ადგილს უთმობს გლობალურ რეცესიას, ისევე როგორც მზარდ ნეოლიბერალურ დომინირებას. ამ რადიკალური უთანასწორობის პოლიტიკის დასაწყისის ჩემპიონები იყვნენ ისეთი პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი. დევიდ ჰარვის თქმით, ნეოლიბერალიზმი არის „პოლიტიკური ეკონომიკური პრაქტიკის თეორია, რომელიც გვთავაზობს, რომ ადამიანის კეთილდღეობა საუკეთესოდ შეიძლება განვითარდეს სამეწარმეო თავისუფლებების მაქსიმიზაციის გზით ინსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც ხასიათდება კერძო საკუთრების უფლებებით, ინდივიდუალური თავისუფლებით, დატვირთვისგან დაცლილი ბაზრებით და თავისუფალი ვაჭრობით. სახელმწიფოს როლი მხოლოდ უნდა შემოიფარგლებოდეს ნეოლიბერალური პრაქტიკის შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნითა და შენარჩუნებით” (Harvey, Neoliberalism as Creative Destruction, 2007). სწორედ ამ ნეოლიბერალურმა გარემომ წარმოშვა ფინანსიალიზაცია. დერეგულაციამ და უფრო კონკრეტულად ფინანსურმა დერეგულაციამ ადგილი მისცა ისეთი კანონების დემონტაჟს, როგორიცაა გარნ-სტ. ჟერმენი და გრემ-ლიჩ-ბლილი აქტი, რომელმაც გააუქმა 1933 წლის გლას-სტიგალის აქტის ნაწილი. 

1999 წელს გლას-სტიგალ აქტის გაუქმებამ ბანკებს ძალიან დიდი თავისუფლება მისცა ბანკისთვის ბარიერების გაუქმებით, როგორც კომერციულ, ასევე სადეპოზიტო საქმიანობაში (Langley, 2015). ამას კი განიხილავენ 2007-2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის საფუძვლადაც. 2007-2008 წლებში აშშ-ს იპოთეკური კრიზისი მალევე გახდა გადამდები აშშ-ს ფინანსური სპეკულანტების ბაზრისთვის, რამაც უოლ სტრიტი გლობალურ ფინანსურ კრიზისში ჩააგდო. პასუხისმგებლობამა და ბრალმა პოლიტიკური მაქინაციებითა და კორპორაციული მედიის დახმარებით კაპიტალიდან შრომაზე გადაინაცვლა, ხოლო სახელმწიფოს მიერ კორპორაციების გადარჩენისთვის გამოიყო დიდი თანხები, თუმცა მშრომელების შემცირებისა და სოციალური პოლიტიკისთვის ფინანსების დაკლების ხარჯზე.

კოსტას ლაპავისტასისა და ივან მენდიერა-მუნიოზის (2016) მიერ შემუშავებული ანალიტიკური ჩარჩოს შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტები (მათ შორის ყველაზე ნაკლებად რეგულირებადი ჰეჯ-ფონდები) ახლა შეიძლება ჩაითვალოს ახალ კაპიტალისტურ კლასად, რომელიც სარგებლობს ფინანსურ სპეკულაციაში განმკარგავი პოზიციონირებით. უფრო მეტიც, რეალური ეკონომიკისგან განსხვავებით, მოგება მიიღება ფინანსური ოპერაციების ფინანსური მონოპოლიზაციით, ბიზნესისა და სხვა ბანკების სესხებით, საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო ძალაუფლების გამოშიგვნით, საგანმანათლებლო სისტემის გავალიანებითა და საპენსიო ფონდების პრივატიზაციით. კომერციული და სამრეწველო ბიზნესი ან ზოგადად მსხვილი ბიზნესი დამოუკიდებელნი გახდნენ ტრადიციული საბანკო სისტემებისგან საკუთარი ფინანსური სახსრების შექმნით და ფინანსური ტრანზაქციებისა და საბანკო სისტემის კონტროლის მოპოვებით, რითაც შეიქმნა კრიზისისკენ მიდრეკილი სისტემა. „ფინანსური კაპიტალი, როგორც კი აღარ შეასრულებს თავდაპირველ როლს, როგორც წარმოების რეალური ეკონომიკის მოკრძალებული დამხმარე ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გარდაუვალად იქცევა სპეკულაციურ კაპიტალად, რომელიც მიდრეკილია მხოლოდ საკუთარი თვითგაფართოებისკენ. არავის წარმოედგინა, რომ ფინანსური კაპიტალი გახდებოდა ეროვნული ეკონომიკების წამყვანი ძალა, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოზე“ (Sweezy, 1994).

ფინანსალიზაცია და ნეოლიბერალიზმი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მაგრამ არა კონგრუენტული. ეკონომიკის ნეოლიბერალური მიდგომების იდეოლოგიური აზროვნების წყალობით ფინანსური კაპიტალი დაურეგულირებელი გახდა და აჯობა რეალურ ეკონომიკას (ინდუსტრიული წარმოება). ფინანსური კაპიტალიზმის აღზევებამ და საერთაშორისო ფინანსების ჰეგემონიამ ნახა აპოთეოზი ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის დომინირების გზით, რომელსაც ახორციელებდნენ გლობალური ჩრდილოეთის ფინანსური ცენტრები პოლიტიკური ზეგავლენების ეფექტით გლობალურ სამხრეთში რესურსებისა და შრომის ძალის ექსპლუატირების მეშვეობით წინა ათწლეულების განმავლობაში.

კაპიტალის ფინანსიალიზაციამ და დერეგულირებულმა მოგებაზე დაფუძნებულმა ეკონომიკურმა ოპერაციებმა ტრანსნაციონალურ ვაჭრობაში ზიანი მიაყენეს შრომას მთელ მსოფლიოში. ცხადია, ნეოლიბერალური საერთაშორისო კონკურენციის რეჟიმი უარყოფით გავლენას ახდენდა მაკროეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფოს საგარეო და საშინაო დავალიანებაზე, ხელფასებზე, დასაქმებასა და სამრეწველო ურთიერთობებზე (Shaikh, 2016).ნეოლიბერალური პოლიტიკის ჰეგემონიამ მასიურად შეუწყო ხელი მშრომელებისთვის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და განვითარებადი სამყაროს სოციალური პირობების გაუმჯობესების შეფერხებას (Stiglitz, 2012). ასე რომ, ფინანსური კაპიტალის მომგებიანობის ზრდამ გამოიწვია სამუშაო ძალის გადამეტებული ექსპლუატაცია. ნეოლიბერალური მოდელი, რომლის ბირთვი ფინანსებია, გახდა პოლიტიკის ალტერნატივა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკების განვითარებისთვის. როგორც გასული ათწლეულის პოლიტიკური არჩევანი, ფინანსურმა რეფორმებმა გზა დაუთმეს არარეგულირებულ საბანკო სისტემას და შეუმოწმებელ საკრედიტო ორგანიზაციებს საქართველოში.

3. საქართველოს ანტისოციალური პოლიტეკონომია

საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლამ გამოიწვია სოციალური და ეკონომიკიური მდგომარეობის შოკური ტალღა, რომელმაც გაუარესა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში. საბჭოთა კავშირის დაშლა აღწერილია, როგორც „სოციალური ცხოვრების, ბიოსფეროს, შრომის პროცესის, თავისუფალი დროის, პოლიტიკური და კულტური წარმომადგენლობის გაფართოებული და აჩარებული გასაქონლება/კომოდიფიკაცია.“ (Gill, 2003). ქვეყანაში აღზევდნენ ბანკები და მათი დაქვემდებარებული ე.წ. მსესხებელი (გამვალიანებელი) ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც გამართავენ თანამედროვე ქართველი დასაქმებულების ცხოვრების ყველა ასპექტს.

საბჭორთა კავშირის დაშლა ფართო მასშტაბის ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა იყო ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მოსახლეობა ჯერ შემცირდა 5,1 მილიონიდან 4,5 მილიონამდე 1990–2002 წლებში, ხოლო შემდეგ შემცირდა 4,5 მილიონიდან 3,7 მილიონამდე 2002–2016 წლებში, რაც უმეტესად განპირობებულია შრომითი მიგრაციითა და სიღარიბით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2016). ეკონომიკის შოკური თერაპია და საბაზრო პოლიტიკაზე გადასვლა იყო ახალი პოლიტიკური ქვაკუთხედი საქართველოსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში. დაჩქარებულმა სტრუქტურულმა პრივატიზაციის რეფორმებმა და კაპიტალის აკუმულირების პოლიტიკაზე სრულმა გადასვლამ, ამ ქვეყნების ბაზრები შეუერთა გლობალური კაპიტალიზმის ჰეგემონიას. ამასთანავე, ძლიერი, ორგანიზებული და პოლიტიზირებული პროფაკვშირების არარსებობამ ხელი შეუწყო ზემოთხსენებულ პროცესებთან წინააღმდეგობის არარსებობას.

არაორგანიზებული ქართველი მშრომელები აღმოჩნდნენ ყოველგვარი დამცავი ბარიერების გარეშე დაურეგულირებელი საერთაშორისო კაპიტალის მოწყალების ქვეშ, რომლის ფინანსური სექტორის გავლენა ნელ-ნელა ხდება ქართული ეკონომიკის წამყვანი მოთამაშე, რომელიც ფინანსიალიზაციის დაჩქარებული სისწრაფით, პოლიტიკური კლასისა და „საქართველოს პროფკავშირების გაერთაინების“ დახმარებით შთანთქავს ინდუსტრიულ კაპიტალს და მათ შორის ჯანდაცვის სექტორსაც. 1990-იან წლებში ქართულმა ეკონომიკამ განიცადა სრული დეინდუსტრიალიზაცია, ხოლო მშრომელებმა ნელ-ნელა დაიწყეს კვალიფიციური უნარების დაკარგვა (ამან პიკს 2000-იანებში მიაღწია).

2000-იანი წლები აღინიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მცდელობით შემოეღო ბაზარზე ორიენტირებული მკვეთრი ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკა, რამაც დაასუსტა ქვეყანაში მშრომელთა გაერთიანებების წარმომადგენლობა (ბაუმანი, 2010). საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის პროგრამების მკაცრად განხორციელებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ანტისოციალური და უთანასწორო ეკონომიკური პოლიტიკის კურსის გამყარებას. ადგილობრივი ორგანული ინტელექტუალური კლასის არარსებობისა და დასავლურ განათლებაზე ორიენტირებული „რეფორმისტების“ (მაგ., ყოფილი რუსი ოლიგარქი, ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი – კახა ბენდუქიძე) ფონზე, ჩამოყალიბდა ელიტური კულტურისადმი სწრაფვა ელიტურ წრეებში (Welt, 2006). ამავდროულად, ეს პროცესი წარმატებული იყო უალტერნატივოდ ნეოლიბერალური სოციალური სტრუქტურის შექმნაში (Jones, Kakha Bendukidze and Georgia’s failed experiment., 2015). „რაც საქართველოში მოხდა იყო ტიპური პოსტკოლონიალური სამყარო ნიმუში, სადაც დასავლეთის ქვეყნები უნივერსალურ ეკონომიკურ გეგმებს უწესებენ ადგილობრივებს ალტერნატიული შესაძლებლობების დატოვების მცირე შანსებით” (Jones, 2015).

რეგულაციების მოხსნამ გზა გაუხსნა ქვეყანაში ფინანსური სექტორის განვითარებას, რომელიც 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააგრძელა „ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური პოლიტიკა და პირიქით უფრო მეტად შეუყო ფინანსურ სექტორში ბარიერების მოხსნას, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც კომერციალიზებულ ჯანდაცვაში, კერძოდ კი ჰოსპიტალურ სექტორში მონოპოლიად მოგვევლინა „საქართველოს ბანკი” „ევექსის” სახით – აღსანიშნავია, რომ ბანკებმა დაიწყეს საფინანსო სფეროს მიღმა ბიზნესებისა და მსხვილი პროექტების ფლობა, რამაც ფინანსური სექტორი გახადა საქართველოში ყველაზე ძლიერი – კრედიტის გამცემიც და მიმღებიც ახლა თავად ფინანსური სექტორის, კერძოდ კი ბანკების წარმომადგენლები გახდენენ. ბანკები ავალიანებენ არასაფინანსო სექტორის ბიზნესებსაც, ხოლო შემდეგ თავად ყიდულობენ ამ ბიზნესებს და გადადიან ე.წ. არაპროფილურ ბიზნეს საქმიანობაზეც. ბანკები გახდნენ ბიზნესის ნამდვილი წარმმართავი ძალა საქართველოში.

არ არსებობს კომერციული და დეპოზიტური საბანკო საქმიანობის გამყოფი რეგულაციებიც, რაც ბანკებს მოსახლეობას დანაზოგებით საფინანსო ბირჟებზე სპეკულაციური თამაშის საშუალებასაც აძლევს. ეს კი ძალიან სარისკოა, რადგან 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ ამგვარი პოლიტიკა იყო. ეს კი უფრო მაღალი რისკის მატარებელია საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტები არაა შესაბამისად გამართული და არ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ცოდნა ეკონომიკის წარმართვის, ეს კი ზრდის რისკებს და ისედაც გაღარიებებულ მოსახლეობას რისკის წინაშე აყენებს.

საქართველოში საბანკო სექტორი, რომელიც მთლიანად დიდი ფულის შოვნაზე გადასული (განსაკუთრებით „საქართველოს ბანკი“, რომელიც იმართება ლონდონის „სითი ოფ ლონდონიდან“), გახდა სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი ქვეყანაში. მთლიანად დეინდუსტრირებულ და საერთაშორისო დახმარებებზე დამოკიდებულ საქართველოში მიმდინარეობს ხალხისა და საჯარო ქონების წართმევა პრიმიტიული აკუმულირებით ფინანსიალიზაციისა და ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

ქვეყანაში, სადაც ბრტყელი გადასახადებია (200 ლარზეც 20%-ია საშემოსავლო და 20000 ლარზეც 20%-ია), სადაც მინიმალური ხელფასი 24 წელია 2=თვეში ოცი, ლარია, სადაც ექთნების საშუალო ხელფასი წლებია 300-400 ლარს არ ასცდენია, სადაც ბიუჯეტს ავსებენ ღარიბები, ხოლო მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებულია მასიურად ემიგრირებული ოჯახის წევრების უმძიმეს პირობებში ნაშოვნის ფულის გზავნილებში, ამ ქვეყანაში აშკარაა, რომ სოციალური პოლიტიკისა და თანასწორობის არსებობა მხოლოდ იდეის დონეზეა შემორჩენილი. 

ფინანსური კაპიტალის აღზევებამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ქვეყანაში მშრომელ ადამიანებს, რომელთა ხელფასებიც მუდმივად უფასურდება ქვეყანაში არსებული სტაგნაციის ფონზე. თუ ერთი ბანკი ექსპლუატაციას უწევს მშრომელებს დანაშაულებრივად დაბალ ხელფასებზე, მეორე ბანკი მათ სახლიდან ასახლებს, რამეთუ მშრომელებს უწევთ მუდმივად ვალების აღება ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (ექთნების 95% სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება): „ეჰ! ნანა გმირი იყო, გმირი! 45 წელი იყო ექთანი ბათუმის რამდენიმე კლინიკაში. მიუხედავად გაჭირვებისა და საშინელი სამუშაო პირობებისა, უარი თქვა იტალიაში სამუშაოდ წასვლაზე. საქართველოში მისი შრომა და თავდადება დაუფასებელი დარჩა. მისი თვიური ხელფასი 240 ლარს შეადგენდა. ცვლაში ზრუნავდა 40-მდე პაციენტზე, ბევრი პაციენტი მისი მეგობარიც გახდა. დამსაქმებელი „საქართველოს ბანკი“ სამსახურში ექსპლუატაციას უწევდა, ხოლო „თიბისი ბანკმა“ და მიკროსაფინანსოებმა სახლი წაართვა, რადგან ვალები ჰქონდა აღებული მეუღლის გადასარჩენად. მისი შრომა და ღვაწლი არ უნდა მიეცეს დავიწყებას! – ექთანი ბათუმიდან” (სოლიდარობის ქსელი, 2021)

ჯანდაცვის კომერციალიზაციით მივიღეთ მონოპოლიური შრომის ბაზარი ჰოსპიტალურ სექტორში, რომელიც იმართება ფინანსური კაპიტალის მიერ. პაციენტის ნაცვლად მთავარი ორიენტირი გახდა მოგება. კატასტროფულია მედმუშაკების კერძოდ, კი ექთნების სახელფასო მდგომარეობა. მედმუშაკებისთვის დღეს მედიანური ხელფასი მხოლოდ 619 ლარია. მუდმივად ხდება, როგორც პროფესიიდან, ასევე კლინიკებიდან კადრების გადინება კაბალური შრომის პირობებიდან გამომდინარე. ექთნებს უწევთ, 3-4 სამსახურში მუშაობა, რომ საკმარისი ხელფასი ჰქონდეთ თავის გასატანად თვიდან თვემდე. ეს იწვევს მედმუშაკების კადრების მასიურ გადაღლას, რაც აისახება პაციენტებისადმი მიწოდებულ ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზეც ძალიან უარყოფითად. „2019 წლის მდგომარეობით ერთ ექიმზე საშუალოდ 0.6 ექთანი მოდის, მაშინ როდესაც 1990 წლამდე ერთ ექიმზე საშუალოდ 2.2 ექთანი მოდიოდა. ამდენად, 2019 წლის მდგომარეობით ექთნების რაოდენობა მინიმუმ 3,6-ჯერ გასაზრდელია, რომ აღდგეს უმაღლესი და საშუალო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური პროპორცია” (ნაცვლიშვილი, კაპანაძე & ჯაფარიძე, 2022). 

4. შეჯამება

ნეოლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური პროექტი, საკმაოდ თვალსაჩინო გახდა პოსტსაბჭოთა ბლოკის ზოგიერთ ქვეყანაში. დეინდუსტრიალიზაციამ და ნეოლიბერალური მთავრობების აღზევებამ განაპირობა ნეოლიბერალური პარადიგმის დომინანტობა. ამიტომ, ხელისუფლებების მიერ გატარებულმა პოლიტიკებმა უარი თქვა სახელმწიფო ინვესტიციებზე ეკონომიკის გაახალგაზრდავებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობამდე ინდუსტრიული სიმძლავრის აღდგენისთვის. ამას დაემატა კონცენტრაცია მასიურ დერეგულირებასა და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე ყველა სექტორში. საფინანსო სექტორი, განსაკუთრებით ბანკები, უკვე 2000-იანი წლების შუა ხანებში აღმოჩნდა ქართულ ეკონომიკაში წარმმართავი ძალა. საქართველოში სწრაფმა ფინანსირებამ დააზარალა პირველ რიგში მშრომელები, ხოლო საჯარო სიკეთეები, როგორიცაა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, გადაიქცნენ ფუფუნებისა და ფულის შოვნის კომერციულ საგნებად.

არასტაბილური არარეგულარული დაბალანაზღაურებადი და დაბალკვალიფიციური სამუშაოები საქართველოში წარმოადგენენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოების ყველაზე დიდ ნაწილს. უფრო მეტიც, ყველა წინაპირობა შეიქმნა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს დიქოტომია იაფი საკრედიტო სესხებიდან დავალიანებასა და მომსახურების სექტორის ეკონომიკასა და ზრუნვის სფეროს შორის. მშრომელები იმყოფებიან მუდმივად ვალის აღების ჩაკეტილ წრეში. ზარალდებიან მშრომელები, ხოლო ფინანსური სექტორი ყველა ვარიანტში ნახულობს მოგებას.

ძლიერი შრომითი მოძრაობისა და პოლიტიზებული პროფკავშირების გარეშე, რომლებიც ქმნიან სივრცეს ქვემოდან წინააღმდეგობისთვის, პოლიტიკური ელიტები მუდმივად გააგრძელებენ იმ 30 წლიან არასახალხო, ანტისოციალურ და არადემოკრატიულ ნეოლიბერალურს პოლიტიკას, რომელიც ქართველ მშრომელებს ართმევს კეთილდღეობას თუ სამართლიანი და მდგრადი განვითარების პერსპექტივას.

რევაზ კარანაძე

სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის გენერალური მდივანი

სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი

გამოყენებული ლიტერატურა

A Euromoney Institutional Investor Company. (2017). Georgia’s Household Debt: % of GDP from 2008 to 2017. Retrieved from https://www.ceicdata.com/en/indicator/georgia/household-debt–of-nominal-gdp

Bank of Georgia Holdings PLC. (2014, October 6). Bank of Georgia’s Healthcare Subsidiary Acquires a New Hospital. London. Retrieved from http://bgeo.com/uploads/news/06-10-2014-bank-of-georgias-healthcare-subsidiary-acquires-a-new-hospital-81.pdf

Baumann, E. (2010). Post-Soviet Georgia: The Rocky Path towards Modern Social Protection. European Social Policy Analysis Conference (pp. 1–21). Budapest: ESPANET. Retrieved from https://www.researchgate.net/publication/280637465_Post-Soviet_Georgia_the_rocky_path_towards_modern_social_protection

Brand, U. (2007). The Internationalization of the State. IPW Working Paper №1/2007, Institut für Politikwissenschaft ,, 6–21. Retrieved from https://politikwissenschaft.univie.ac.at/fileadmin/user_upload/inst_politikwiss/IPW_Working_Papers/IPW-Working-Papers-01-2007-Brand.pdf

Durand, C. (2017). Fictitious Capital: How Finance is Appropriating Our Future. Verso.

GEOSTAT — National Statistics Office of Georgia. (2017). Employment Statistics in Georgia. Tbilisi. Retrieved from http://geostat.ge/index.php?action=page&p_id=146&lang=eng

GEOSTAT — National Statistics Office of Georgia. (2018). Sectoral Development of Georgian Economy (2005–2017) [Georgian: საქართველოს ეკონიმიკის დარგობირივი განვითარება (2005–2017)]. (R. Karanadze, Trans.) Tbilisi. Retrieved from http://geostat.ge/index.php?action=page&p_id=115&lang=geo

GEOSTAT: National Statistics Office of Georgia. (2017). Subsistence Minimum. Retrieved from http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=179&lang=eng

GEOSTAT: National Statistics Office of Georgia. (n.d.). Population Census 2016. Retrieved from http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=152&lang=eng

Gill, S. (2003). Power and Resistance in the New World Order (1st ed.). New York City: Palgrave Macmillan.

Graeber, D. (2011). Debt: The First 5000 Years. Melville House Publishing.

Harvey, D. (1982). The Limits to Capital. Oxford: Basil Blackwell.

Harvey, D. (2007). Neoliberalism as Creative Destruction. 22–44. The Annals of the American Academy of Political and Social Science, 610,. Retrieved from http://www.jstor.org/stable/25097888

Japaridze, S. (2017). The Oligarchs’ Constitution. Jacobin Magazine. Retrieved September 21, 2017, from https://www.jacobinmag.com/2017/06/georgia-constitution-georgian-dream-taxes-article-94

Jones, S. F. (2015). Kakha Bendukidze and Georgia’s failed experiment. openDemocracy: Russia and Beyond. Retrieved from https://www.opendemocracy.net/od-russia/stephen-f-jones/kakha-bendukidze-and-georgia%E2%80%99s-failed-experiment

Langley, P. (2015). Liquidity Lost. 124–145. Oxford University Press.

Lapavistas, K., & Mendieta-Muñoz, I. (2016, July-August). The Profits of Financialization. Monthly Review, 68(3). Retrieved from https://monthlyreview.org/2016/07/01/the-profits-of-financialization/

Marx, K. (1959). Capital (Georgian: კაპიტალი: ტომი III) (Vol. III). (R. Karanadze, Trans.) Tbilisi, Georgia: State Publisher of the Georgian SSR.

Onaran, Ö., & Galanis, G. (2012). Is aggregate demand wage-led or profit-led? National and global effects. Conditions of Work and Employment Series(40). Geneva: International Labour Office.

Parliament of Georgia. (2010). Constitution of Georgia: Article 94. Tbilisi. Tbilisi. Retrieved from http://www.parliament.ge/uploads/other/28/28803.pdf

Parliament of Georgia. (2010, December 17). Labour Code of Georgia. Tbilisi. Retrieved from https://matsne.gov.ge/en/document/view/1155567?impose=translateEn

Shaikh, A. (2016). Capitalism: Competition, Conflict and Crises. New York: Oxford University Press.

Stiglitz, J. E. (2012). The Price of Inequality: How Today’s Divided Society Endangers Our Future. New York: W.W. Norton & Company.

Sweezy, P. M. (1994, June). The Triumph of Financial Capital. Monthly Review, 46(2). Retrieved from https://monthlyreview.org/1994/06/01/the-triumph-of-financial-capital/

Welt, C. (2006, September). Regime Vulnerability and Popular Mobilization in Georgia’s Rose Revolution. CDDRL Working Papers (87). Retrieved September 20, 2017, from http://georgica.tsu.edu.ge/files/01-Politics/Rose%20revolution/Welt-2006.pdf

Word Bank. (2017). GINI index (World Bank estimate) — Georgia. Retrieved September 22, 2017, from https://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI?locations=GE

ნაცვლიშვილი, ბ; კაპანაძე, ნ; ჯაფარიძე, ს; (2022). ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციის სოციალური შედეგები; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; 

სოლიდარობის ქსელი; (2021).კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება;