-
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების პრეზენტაცია
პრეზენტაცია გაიმართა 2020 წლის 26 თებერვალს! ესაა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როდესაც იქმნება ახალი პროფკავშირული გაერთიანება და ყველაფერი შენდება ახლიდან დაგროვილ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ ვქმნით ახალ პროფკავშირულ გაერთიანებას, რათა უკეთ ვუპასუხოთ, ჩვენ, მშრომელებმა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გამოვასწოროთ შრომის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. გვჭირდება ძლიერი და პრინციპული პროფკავშირული მოძრაობა, რომელიც…
-
„მშრომელთა გაზეთის” მეორე ნომერი
„მშრომელთა გაზეთის მეორე ნომერი ონლაინ” – იხილეთ ბმული: https://drive.google.com/…/17dtv3cRpnVvmj2TQsGf…/view… ნომერში წაიკითხავთ: რატომ გამოაგდეს პეტრიაშვილის ყვითელმა პროფკავშირმა მეტროს მემანქანეები და როგორ შეიქმნა დამოუკიდებელი პროფკავშირი ერთობა2013 • Ertoba2013, მეტროს ისტორიული გაფიცვა და გამარჯვება! ვაპროტესტებთ ექთნების დანაშაულებრივად დაბალ ხელფასებს 10 დეკემბერს, 19 სთ-ზე, სახელმწიფო კანცელარიასთან! იფიცება სოციალური მომსახურების სააგენტო? როგორ მიმდინარეობს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის აღსრულება?სოციალურ მუშაკთა გაერთიანება…
-
ქცევით თერაპევტთა შრომა და ანაზღაურება
კვლევის საგანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ჩართულ თერაპევტთა შრომის ანაზღაურების ტიპის განსაზღვრა, ანაზღაურების არსებული ფორმებისა და სამუშაო პირობების შეფასება თერაპევტთა პერსპექტივიდან და მისი შესაძლო გავლენა, როგორც მშრომელთა მოტივაციაზე, ისე არსებული სერვისის ხარისხსა და მდგრადობაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში. კვლევის ხელმძღვანელი: სოფო ჯაფარიძემკვლევარი: ქეთევან სართანიაპროფკავშირული რეკომენდაციები: დავით ომსარაშვილირედაქტორები: ხატია ტყეშელაშვილი, რევაზ კარანაძე დოკუმენტი იხილეთ შემდეგ…
-
პასუხი „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას (GTUC)”
ვეხმაურებით „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების – GTUC-ის” მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ისინი აფასებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვას და აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ დასაქმებულებს უფლებების დაცვის პროცესში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს – სოციალურ აგენტებსა და სპეციალისტებს აქვთ „სოლიდარობის ქსელის” ბაზაზე არსებული პირველადი პროფკავშირული გაერთიანება. თავად „სოლიდარობის ქსელი“ კი სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ…