წევრი პროფკავშირები


„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ აერთიანებს 5 პროფკავშირს:

🔴 ერთობა 2013 – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი;

🔴 სოლიდარობის ქსელი – ჯანდაცვისა და ზრუნვის სფეროს პროფკავშირი;

🔴 მეტრო პლიუსის დასაქმებულთა პროფკავშირი – მომსახურების სფერო;

🔴სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

🔴 მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი;

„დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება“ დაფუძნდა 2020 წლის 20 იანვარს. გაერთიანება დააფუძნა საქართველოში მოქმედმა დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა: “ერთობა 2013-მა”, “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” და “სოლიდარობის ქსელმა”. ახალი გაერთიანება წარმოადგენს მშრომელთა მრავალფეროვან სპექტრს: მემანქანეებს, ექთნებს, სოციალურ მუშაკებს, ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტებს, სოციალურ აგენტებს, მასწავლებლებს, კურიერებს, მთარგმნელებს, მოლარეებს, ჟურნალისტებს და სხვა.

„პროფკავშირების ახალი გაერთიანების“ მიზანია გააძლიეროს მშრომელთა უფლებები და გააუმჯობესოს სამუშაო პირობები ახალი კავშირებისა და უკეთესი კანონმდებლობის შექმნით. რაც მთავარია აღნიშნულ პროცესში მშრომელთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ, რათა ძალაუფლების კონცენტრაცია შეიცვალოს და ის აღმოცენდეს დაბლიდან, არა მხოლოდ ტრადიციულად მძიმე ინდუსტრიის მშრომელებისთვის, არამედ არასტაბილურ შრომაში ჩართული ადამიანებისთვის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – ერთობა 2013
ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელი
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
მეტრო პლიუსის დასაქმებულთა პროფკავშირი – აერთიანებს მეტროს მოლარეებსა და უფროს მოლარეებს
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი