2020 წლის კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ჯანდაცვის სფეროშისერიოზული ჩავარდნები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 მაისის მონაცემებით, 3.7 მილიონიან ქვეყანაში პანდემიის შედეგად 4500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო300 ათასამდე ვირუსით დაინფიცირდა. განსაკუთრებით დამძიმდამდგომარეობა ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში. გახშირდა მედმუშაკების დაინფიცირებისადა გარდაცვალების შემთხვევები. წინა ხაზზე მყოფ მედიცინის მუშაკებს ყველაზე მეტადდააწვათ პანდემიის ტვირთი. მედიცინის მუშაკებმა ძალიან ბევრი კოლეგა დაკარგესპანდემიის შედეგად. მხოლოდ „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის ბაზაზე არსებულიმონაცემებით, 12 ექთანი გარდაიცვალა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
კვლევის მიზანია საქართველოს ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასისგამოანგარიშებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის საფუძვლის შექმნა მათიშრომითი პირობებისა და შრომის ძალის ღირებულებების დადგენით არსებულ სისტემაში.ეს ითვალისწინებს საბაზისო საჭიროებებს მიღმა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელმოთხოვნილებებს, რაც დაეხმარება ექთნების პროფესიის წახალისებასა და ექთნების მიერგაწეული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. პანდემიამ აჩვენა, რომმედიცინის მუშაკები, კონკრეტულად, ექთნები, არიან ე.წ. აუცილებელი მშრომელები,რომელთა შრომის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი კვლავწარმოება.
კვლევის ხელმძღვანელი: სოფო ჯაფარიძე
მკვლევარი: რევაზ კარანაძემკვლევრის თანაშემწე: ანა გასვიანი
ენობრივი რედაქტორი: ნინო ავქაფაშვილი
დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1yWlfES5lJ9hNsYH3YAScdFGnGkWlb0ZP/view