საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში – კონფერენციის ჟურნალი 


ეს კონფერენცია იყო პირველი მცდელობა გაიხსნას დისკუსია საქართველოში არსებული სახელფასო პოლიტიკის გაანალიზების გარშემო და დავიწყოთ ფიქრი ღირსეულ ხელფასზე საცხოვრებელი ხელფასის პრიზმიდან.

საცხოვრებელი ხელფასის იდეა გულისხმობს, რომ მშრომელების ანაზღაურება იყოს გარანტი „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობებისა, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და შეძლონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.

“ერთადერთი რასაც დღეს სახელმწიფო ადგენს საარსებო მინიმუმია. მისი გათვლის მეთოდოლოგიურ ხარვეზებთან ერთად, მის მთავარ სისუსტეს წარმოადგენს ის, რომ ადამიანი წარმოჩენილია, როგორც ფიზიოლოგიური არსება. ამიტომ დათვლილია მისი ფიზიკური გადარჩენისთვის საჭირო კალორიები და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ საარსებო მინიმუმი უნდა ითვალისწინებდეს ცხოვრების ძირითად ხარისხს, რომელიც იქნება დროისა და ადგილის შესაბამისი.

მაშინ როცა მთელი საზოგადოება აგებულია გასართობთა ხელმისაწვდომობაზე, ტექნოლოგიაზე, კულტურასა და მობილობაზე, ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ მუშები იცხოვრონ განდეგილი ცხოვრების წესით. სოციალური ცხოვრებიდან ამგვარი გარიცხვა იწვევს გაუცხოებას. მშრომელებმა უნდა შეძლონ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ დამაკმაყოფილებელი ხარისხის თავშესაფარზე, ჯანსაღ კვებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ქრონიკული სტრესის თავიდან აცილების საშუალება. ტერმინი ხელფასი მხოლოდ სახელია იმისა, რაც რეალობაში მშრომელის კვლავწარმოების ფასია.

იხილეთ ჟურნალი: https://bit.ly/397umxZ