პრეზენტაცია გაიმართა 2020 წლის 26 თებერვალს!
ესაა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როდესაც იქმნება ახალი პროფკავშირული გაერთიანება და ყველაფერი შენდება ახლიდან დაგროვილ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ ვქმნით ახალ პროფკავშირულ გაერთიანებას, რათა უკეთ ვუპასუხოთ, ჩვენ, მშრომელებმა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გამოვასწოროთ შრომის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. გვჭირდება ძლიერი და პრინციპული პროფკავშირული მოძრაობა, რომელიც არ უღალატებს და არ გაყიდის მშრომელებს და არ გახდება ველური ბიზნესების, დასაქმებულების და მთავრობის ინტერესების ლობისტი!
