-
კლინიკები გაზრდილ ხელფასებს კვლავ არ გასცემენ
2023 წლის იანვრის თვიდან „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანებაში“ შემავალი „პროფკავშირი სოლიდარობის ქსელის“ წევრი ექთნების კოლექტიური ძალისხმევით საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ექთნებისა და ექიმების ხელფასების მინიმალური საათობრივი სტანდარტის განსაზღვრა. ეს იყო წინ გადადგმული და პირველი ნაბიჯი, რომელიც დაიწყებდა მედმუშაკების დანაშაულებრივად დაბალი და დაურეგულირებელი ხელფასების გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპის ზრდა არ…
-
8 მარტის მსვლელობა: ქალები კრიზისის წინააღმდეგ!
8 მარტს გამოვდივართ, რადგან ყოველდღიურად იზრდება ცხოვრების ხარჯი, გაუსაძლისი და უშედეგოა ინდივიდუალური ბრძოლა ჩვენი და ჩვენი ოჯახების მოთხოვნილებებისთვის. გაძვირებული ცხოვრება განსაკუთრებით აისახა ქალებზე, რადგან: როდესაც ქალები და ოჯახები ვერ ახერხებენ მათი ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება: ყველა ზემოხსენებულ “გამოსავალს” ყოველთვის აქვს მავნე შედეგები. ადამიანებს უწევთ უარის თქმა პირად სივრცეზე, ოჯახზე, თავისუფალ დროსა და…
-
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცვა
ძალა ერთობაშია და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა გრძელდება! ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები – ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას. ჩვენ ვასრულებთ გაფიცვას შემდეგი პირობებით: 15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით…
-
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების პრეზენტაცია
პრეზენტაცია გაიმართა 2020 წლის 26 თებერვალს! ესაა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როდესაც იქმნება ახალი პროფკავშირული გაერთიანება და ყველაფერი შენდება ახლიდან დაგროვილ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ ვქმნით ახალ პროფკავშირულ გაერთიანებას, რათა უკეთ ვუპასუხოთ, ჩვენ, მშრომელებმა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გამოვასწოროთ შრომის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. გვჭირდება ძლიერი და პრინციპული პროფკავშირული მოძრაობა, რომელიც…
-
პასუხი „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას (GTUC)”
ვეხმაურებით „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების – GTUC-ის” მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ისინი აფასებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვას და აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ დასაქმებულებს უფლებების დაცვის პროცესში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს – სოციალურ აგენტებსა და სპეციალისტებს აქვთ „სოლიდარობის ქსელის” ბაზაზე არსებული პირველადი პროფკავშირული გაერთიანება. თავად „სოლიდარობის ქსელი“ კი სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ…